ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცნობილია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვებული კანდიდატების სია

10 ივნისი 2008
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, იუსტიციის მსმენელთა შესარჩევ კონკურსში გამარჯვების შედეგად იუსტიციის უმაღლეს სკოლაში ჩაირიცხება 7 მსმენელი: გოჩა აბუსერიძე, ნინო მამულაშვილი, ხათუნა ნადიბაიძე, გიორგი ქაშაკაშვილი, ზურაბ ძნელაშვილი, თამარ ჩანგიშვილი და შორენა ყაველაშვილი.

სკოლაში ჩარიცხულ მსმენელებს ამა წლის 16 ივნისს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილი ოფიციალურად წარადგენს. მსმენელები იუსტიციის უმაღლეს სკოლაში სპეციალურ 14 თვიან სასწავლო კურსს გაივლიან. სწავლების თეორიული კურსის დასრულების შემდეგ ისინი გაივლიან სტაჟირებას საერთო სასამართლოებში და ორთვიან სემინარს.

ამჟამად სკოლაში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კონკურსის წესით შერჩეული 11 მსმენელი სწავლობს.