ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ცნობილია დაწინაურებულ მოსამართლეთა ვინაობა

18 ნოემბერი 2015

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2015 წლის 16 ნოემბრის  სხდომაზე ფარული კენჭისყრის შედეგად გამოვლინდა, „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 37-ე მუხლის საფუძველზე დაწინაურებულ მოსამართლეთა ვინაობა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა - შოთა გეწაძე; გიორგი ტყავაძე; ამირან ძაბუნიძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატა - ანა გოგიშვილი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატა - გელა ქირია; ნათია ბარბაქაძე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია - მიროტაძე გიორგი.