პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1983 წლის 9 იანვარს ქ. ქუთაისში.
განათლება
2000 წელს დაამთავრა ქალაქ ვანის სკოლა-ლიცეუმი.
2005 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2007 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2007 წელს გაიარა ევროპის საბჭოს მიერ მხარდაჭერილი სასწავლო პროგრამა ,,ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შესახებ” თ. წერეთლის სახელმწიფოსა და სამართლის ინსტიტუტში.
2011 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით.
სამუშაო გამოცდილება
2004-2005 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2005-2006 წლებში გაიარა სტაჟირება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ნორმატიული აქტების სისტემატიზაციისა და ადგილობრივ თვითმმართველობის ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტში.
2006-2007 წლებში გაიარა სტაჟირება თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში.
2007-2008 წლებში მუშაობდა სპს ,,კვინიკაძე და პარტნიორებში” იურისტად.
2008 წელს მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს კანცელარია და მოქალაქეთა მისაღების სპეციალისტად.
2008–2011 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სხდომის მდივნად.
2011-2012 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
2013-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრი.
2017-2020 წლებში იყო ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში.
2020 წლის მაისიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.