ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ციცინო კიკვაძე

ციცინო კიკვაძე

ციცინო კიკვაძე

მაგისტრატი მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1970 წლის 6 იანვარს ჩოხატაურის რაიონში.

განათლება

1987 წელს დაამთავრა ჩოხატაურის N 1 საშუალო სკოლა.

1995 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1990-1993 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის კოოპერატივ ''მეკონსერვეს'' იურისკონსულტად.

1993-1994 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის გიმნაზიაში ისტორიის მასწავლებლად.

1995-1997 წლებში მუშაობდა შპს ''ნაბეღლავის'' იურისკონსულტად.

1997-1998 წლებში მუშაობდა შპს ''ალიანსი-96''-ის იურისკონსულტად.

1998-1999 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონის საავადმყოფოს იურისტად.

1999-2005 წლებში მუშაობდა ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის თანაშემწედ.

2005-2009 წლებში იყო ჩოხატაურის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2007-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.

2009-2013 წლებში ჩარიცხული იყო საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.

2013 წლის ნოემბრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ტყიბულის მუნიციპალიტეტში.

2016 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.