პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1965 წლის 14 თებერვალს საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარა ჩაილურში.
განათლება
1982 წელს დაამთავრა საგარეჯოს რაიონის პატარა ჩაილურის საშუალო სკოლა.
1993 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართლმცოდნეობის სპეციალობით.
1999 წელს გაიარა მოსამართლის თანაშემწის კურსები.
2003 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება სამოქალაქო სამართლის სპეციალიზაციით.
2005 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა (სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით).
სამუშაო გამოცდილება
1994 წლიდან მუშაობდა ”დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანტარულ-ტექნიკურ ინსტიტუტში” პედაგოგად, მუშაობდა სადაზღვევო კომპანია შპს ”ფარის” იურისტად.
1999 წლიდან 2006 წლამდე მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2006 წელს დაინიშნა საგარეჯოს რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2012 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის აპრილამდე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში.
2016 წლის მაისიდან მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2016-2017 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მაგისტრის თანამდებობაზე.
2017-2018 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2020 წლის დეკემბრიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.