ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ჩატარდა სასამართლოს გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის სხდომა

11 ივლისი 2016

2016 წლის 9 და 10 ივლისს, გაიმართა სასამართლოს გრძელვადიანი სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების მიზნით შექმნილი კომიტეტის სხდომა. კომიტეტის სხდომაში მონაწილეობდნენ: სასამართლო, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ადვოკატთა კორპუსის, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კომიტეტის სხდომაზე მონაწილეები შეთანხმდნენ: სტრატეგიული დოკუმენტის სტრუქტურაზე, ძირითად სტრატეგიულ მიმართულებებსა და სამუშაო ჯგუფების მუშაობის ფორმატზე.

კომიტეტის სხდომას უძღვებოდა სლოვენიელი ექსპერტი ალეშ ზალარი, ხოლო, ღონისძიების ორგანიზებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მხარს უჭერს „გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამა და ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG).