პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1981 წლის 29 სექტემბერს ქ. თბილისში.
განათლება
2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2011 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
სამუშაო გამოცდილება
2005-2006 წლებში სტაჟირება გაიარა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში.
2006-2009 წლებში მუშაობდა თბილისის გლდანი-ნაძალადევის რაიონულ პროკურატურაში პროკურორის თანამდებობაზე.
2011-2016 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2016-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.
2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2019 წლის დეკემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე.