ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შორენა ყაველაშვილი

შორენა ყაველაშვილი

შორენა ყაველაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1978 წლის 6 ივლისს ქ. ლაგოდეხში.

განათლება

1995 წელს დაამთავრა ლაგოდეხის რაიონის სოფელ შრომის საშუალო სკოლა.

2001 წელს დაამთავრა თბილისის დამოუკიდებელი უნივერსიტეტ „იბერიას'' იურიდიული ფაკულტეტი.

2009 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2002-2005 წლებში ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას.

2005-2008 წლებში მუშაობდა თბილისის ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორის თანამდებობაზე.

2008-2009 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2009-2011 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2010-2012 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა დედოფლისწყაროს რაიონულ სასამართლოში.

2012-2013 წლებში იყო სიღნაღის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013 წლიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.