ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შორენა გუნცაძე

შორენა გუნცაძე

შორენა გუნცაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 18 ივნისს ქ. თბილისში.

განათლება

1990 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის N130 საშუალო სკოლა.

1996 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

1998 წელს საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრში გაიარა სამთვიანი სწავლება და წარმატებით ჩააბარა საკონკურსო გამოცდები მოსამართლის თანაშემწის თანამდებობის დასაკავებლად.

2003 წლის წარმატებით ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წლის სექტემბერში ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2005 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1999-2005 წლებში იყო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2005 წლის სექტემბერში დაინიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლედ.

2009-2010 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თეთრიწყაროს რაიონულ სასამართლოში.

2010-2012 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.

2012- 2015 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2013-2015 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის საქალაქო სასამართლოში.

2015 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.