ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შოთა სირაძე

შოთა სირაძე

შოთა სირაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1965 წლის 16 იანვარს ჩოხატაურში.

განათლება

1982 წელს დაამთავრა ხობის N 1 საშუალო სკოლა.

1987 წელს დაამთავრა აფხაზეთის ა.მ. გორკის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

სამუშაო გამოცდილება

1987-1991 წლებში იყო ხობის რაიონული საბჭოს აღმასკომის, შრომისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე, საორგანიზაციო განყოფილების გამგე.

1992-1993 წლებში მუშაობდა ხობის ადგილობრივი მმართველობის გამგეობაში იურიდიული განყოფილების გამგის თანამდებობაზე.

1993-2011 წლებში იყო ხობის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და სასამართლოს თავმჯდომარე.

2012-2014 წლებში იყო ხობის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის საორგანიზაციო განყოფილების გამგე; სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილების გამგე.

2014-2015 წლებში იყო ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, საკრებულოს იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომისიის თავმჯდომარე, ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის თავმჯდომარე.

2016 -2020 წლებში იყო ფოთის საქალაქო სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხობის მუნიციპალიტეტში.

2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

2020 წლის იანვრიდან არის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მოსამართლე.