პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1975 წლის 1 ივლისს ქ. სამტრედიაში.
განათლება
1992 წელს დაამთავრა ქ. სამტრედიის რკინიგზის N 14 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა აკ. წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
სამუშაო გამოცდილება
1999-2000 წლებში იყო საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის სტაჟიორი.
2000-2006 წლებში მუშაობდა სამტრედიის რაიონის ადვოკატურაში ადვოკატად.
2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში კონსულტანტად.
2007 წლის აგვისტოში დაინიშნა ჯავის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2007 წლის სექტემბრიდან ჯავის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო გათავისუფლდა თანამდებობიდან და დაეკისრა ტყიბულის რაიონული სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება.
2007-2009 წლებში მივლინებული იყო და მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
2008-2009 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ხარაგაულის რაიონულ სასამართლოში.
2009-2010 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში.
2010 წელს ტყიბულის რაიონული სასამართლოს ლიკვიდაციის გამო ჩაირიცხა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა რეზერვში.
2012 წლის თებერვლიდან ივნისამდე დაეკისრა მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში.
2012 წლის ივნისიდან დეკემბრამდე დაკისრებული ჰქონდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილება თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
2012 წლის ივნისიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში.
2013 წლის იანვრიდან დეკემბრამდე დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლის უფლებამოსილების განხორციელება თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
2013-2014 წლებში მივლინებული იყო საჩხერის რაიონულ სასამართლოში;
2014 წლიდან არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე თერჯოლის მუნიციპალიტეტში.
2015 წელს დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2015 წლის ნოემბრიდან დაეკისრა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილება.
2017-2020 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მაგისტრატი მოსამართლე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევმდე.
2020 წლის მარტიდან არის ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.