ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

შოთა ბიჭია

შოთა ბიჭია

შოთა ბიჭია

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1983 წლის 23 მაისს ქ. ზუგდიდში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა მერაბ კოსტავას სახელობის N 1 გიმნაზია.

2004 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუგდიდის ფილიალის იურიდიული ფაკულტეტი.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სისხლის სამართლისა და კრიმინოლოგიის კათედრის ასპირანტურა.

2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტურანტურა.

2004 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2004 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალობით.

2009 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა.

2012-2013 წლებში იყო საქართველოს იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

2010 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე „ხანდაზმულობა სისხლის სამართალში“.

სამუშაო გამოცდილება

2004-2006 წლებში იყო იურიდიული მომსახურების ფირმა „სიმართლეს“ ზუგდიდის ფილიალის ადვოკატი.

2006-2012 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2010-2011 წლებში იყო ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.

2011-2013 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასისტენტ-პროფესორი.

2013-2014 წლებში იყო კავკასიის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ასოცირებული პროფესორი.

2013-2014 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლის თანაშემწე.

2014 წლის მაისიდან არის ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს მოსამართლე.

2014-2015 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

2017 წლის მაისიდან არის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2018-2019 წლებში მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოში.

არის ერთი მონოგრაფიის და ჩვიდმეტი სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორი.