მოსამართლეობის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებს შევახსენებთ, რომ კანდიდატს უფლება აქვს გაეცნოს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მასზე არსებულ ინფორმაციას.
ინფორმაციის გაცნობა შესაძლებელია ყოველ სამუშაო დღეს (ორშაბათი - პარასკევი, 11:00-დან 18:00 საათამდე).
საკონკურსო საქმის გაცნობის მსურველ კანდიდატებს გთხოვთ, წინასწარ დაგვიკავშირდეთ ტელეფონებზე: 577 50 11 25 ან 599 73 93 39.
მოსამართლეობის კანდიდატს უფლება აქვს, მის შესახებ მოძიებული ინფორმაციის გაცნობის შემდეგ წერილობით მიმართოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, წარადგინოს დამატებითი ინფორმაცია ან/და სათანადო წესით გააბათილოს მის შესახებ მოძიებული მონაცემები.