2013 წლის 26 სექტემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) პროექტის ფარგლებში მოწვეული ექსპერტები ესტუმრნენ, კერძოდ: ვიქტორია ჰენლი, ტიმოტი ბალანდი და მარკ ვესტი.
გაიმართა შეხვედრა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივანთან ლევან მურუსიძესთან, საბჭოს წევრებთან და აპარატის თანამშრომლებთან.
შეხვედრაზე ისაუბრეს საბჭოს საქმიანობის სხვადასხვა მიმართულებებზე, კერძოდ: მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის, საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის, ასევე დისციპლინური სამართალწარმოების საკითხებზე.
USAID-ის მიერ დაფინანსებული მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და სამართლებრივი გაძლიერების (JILEP) პროექტის ექსპერტებს საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან თანამშრომლობის დიდი გამოცდილება აქვთ.