2011 წლის 18 ოქტომბერს, 11:00 საათზე, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები: კახა კობერიძე და ლაშა კალანდაძე ,,კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის“ წარმომადგენელს შეხვდებიან. ისინი მედია გარემოს გაუმჯობესების საკითხებზე მუშაობენ.
საუბარი შეეხება სასამართლოს გამჭვირვალობასა და ამ სფეროში მიმდინარე პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებს.