საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის” მიერ მომზადებული კვლევა განიხილეს სახელწოდებით “მოსამართლეთა წინასაარჩევნო მიგრაცია”. დოკუმენტთან დაკავშირებით საპასუხო მოსაზრებები და არგუმენტირებული შენიშვნები დიმიტრი გვრიტიშვილმა წარადგინა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის განცხადებით, კვლევის ავტორმა მიზანმიმართულად დაამახინჯა რეალობა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანა სცადა. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებული კვლევა შეიცავს ფაქტობრივ უზუსტობებს, დაუსაბუთებელ, ტენდენციურ და წინააღმდეგობრივ დასკვნებს.
სხდომაზე საკითხის განხილვისას ითქვა, რომ ცვლილებების განხორციელება არა მხოლოდ ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიებში/პალატებში, არამედ - სისხლის და სამოქალაქო საქმეთა კოლეგიებში/პალატებშიც საპარლამენტო არჩევნებამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო ობიექტური აუცილებლობიდან გამომდინარე, რათა დაძლეულიყო საქმეთა სიმრავლის საყოველთაოდ აღიარებული პრობლემა.
შენიშვნების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ ბმულზე.