პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1980 წლის 10 აპრილს ქ. ზესტაფონში.
განათლება
1996 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის N 1 საშუალო სკოლა.
1997 წელს დაამთავრა ქ. ზესტაფონის საერო-სასულიერო ლიცეუმი ,,ანაბასისი”.
2002 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.
2009-2010 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2004-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიაში სხდომის მდივნად.
2006-2009 წლებში მუშაობდა ამავე კოლეგიაში მოსამართლის თანაშემწედ.
2010 წლის აგვისტოში დაინიშნა სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლედ.
2010 წლის აგვისტოდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა ბათუმის საქალაქო სასამართლოში.
2010 წლის ნოემბრიდან 2011 წლის მარტამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თელავის რაიონულ სასამართლოში.
2011 წლის მარტიდან ნოემბრამდე მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა სენაკის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად იყო სასამართლოს თავმჯდომარე.
2011 წლის ნოემბრიდან მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა საჩხერის რაიონულ სასამართლოში და ამავდროულად იყო სასამართლოს თავმჯდომარე.
2012 წლის იანვრიდან ივნისამდე იყო საჩხერის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2012-2022 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.
2020 წლის ნოემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.
2020-2022 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარე.
2022 წლის ნოემბრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მოსამართლე.