პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1978 წლის 22 იანვარს
განათლება
1998 წელს დაამთავრა თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი, მიენიჭა იურისტის კვალიფიკაცია
2006 წელს ჩააბარა ადვოკატთა ტესტირება საერთო სპეციალიზაციით
2006-2007 წლებში სწავლობდა თბილისის პოლიტიკური სწავლების სკოლაში
სამუშაო გამოცდილება
2001 წელს მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს კადრების მთავარი სამმართველოს იურიდიული ქვეგანყოფილების იურისტ-კონსულტანტად
2001-2002 წლებში მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებასა“ და პროექტ „სამხედრო მოსამსახურის უფლებებში“ ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (OSCE) ადვოკატად
2001-2011 წლებში მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებაში“ იურისტად, საგანმანათლებლო და კანონშემოქმედებითი ჯგუფის წევრად
2002-2003 წლებში მუშაობდა ადვოკატად ევროპული კომისიის (EC) პროექტში - „სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების დაცვა და ანტიკორუფციული ღონისძიებები თავდაცვის სფეროში“
2002-2004 წლებში მუშაობდა სამხედრო დისციპლინის კოდექსის შემმუშავებელი კომისიის წევრად
2003 -2004 წლებში მუშაობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსის მოადგილედ
2005-2007 წლებში მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლება“ და „ადამიანის უფლებების დაცვა შეიარაღებულ ძალებში და სამოქალაქო კონტროლი თავდაცვის სამინისტროზე“ ღია საზოგადოების ინსტიტუტის ბუდაპეშტის ფონდის (OSI) პროექტში პროექტის კოორდინატორად და ადვოკატად
2006-2009 წლებში მუშაობდა პროექტის კოორდინატორად ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელი ცენტრისა და IRI-ის პროექტ „ეროვნული უსაფრთხოების შემსწავლელ სკოლაში“
2007-2008 წლებში მუშაობდა კომპანია „აბგ & პროფსერვის გრუპში“ ადვოკატად
2008-2012 წლებში დააფუძნა საადვოკატო კომპანია „შალვა თადუმაძე და ბი ელ ფი კონსალტინგი“, სადაც საერთო სპეციალიზაციით მუშაობდა ადვოკატად
2010-2012 წლებში მუშაობდა ასოციაცია „სამართალი და თავისუფლებასა“ და ევროპის კავშირის (EU) პროექტ „წამების პრევენცია სამხედრო ჰაუპტვახტებში“ პროექტის კოორდინატორად
2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის რეფორმის ხელშემწყობ სამთავრობო კომისიას
2012-2018 წლებში მუშაობდა საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნად (საპარლამენტო მდივნის სამსახურის უფროსად)
2018 წლის აპრილიდან მუშაობდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობაზე
2018-2019 წლებში ეკავა საქართველოს მთავარი პროკურორის თანამდებობა
2019 წლის დეკემბრიდან არჩეულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე
2019 წლის დეკემბრიდან არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარე