2014 წლის 29 მაისს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ბატონი ლევან მურუსიძე და უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბატონი ზაზა მეიშვილი ყირგიზეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაციის წევრებს შეხვდნენ. დელეგაციას ყირგიზეთის რესპუბლიკის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ქალბატონი ფრუზა ჯამაშევა ხელმძღვანელობდა.
მხარეებს შორის შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა. ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობაზე, მუშაობის სპეციფიკაზე, სასამართლოთა შორის ურთიერთთანამშრომლობაზე.
ყირგიზეთის რესპუბლიკის სასამართლოს დელეგაციის წევრების საქართველოში ვიზიტის მიზანი იყო საქართველოსა და ყირგიზეთის სასამართლოებს შორის ურთიერთობის გაღრმავება და საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმასთან დაკავშირებული ინოვაციური პროექტების შესახებ ინფორმაციის გაცნობა.
ყირგიზეთის დელეგაცია საქართველოდან დღეს გაემგზავრება.