ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან ჯაჭვაძე

ქეთევან ჯაჭვაძე

ქეთევან ჯაჭვაძე

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1975 წლის 21 იანვარს ქ. თბილისში.

განათლება

1993 წელს დაამთავრა ქ. თბილისის N 10 საშუალო სკოლა.

1998 წელს წარჩინებით დაამთავრა დავით გარეჯელის სახელობის ჰუმანიტარულ-ტექნიკური ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი.

ჩაბარებული აქვს ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

სამუშაო გამოცდილება

1999-2006 წლებში მუშაობდა იურიდიული მომსახურების კომპანია ''სიმართლეში'' ადვოკატად.

2006-2007 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის სამდივნოს კონსულტანტად.

2007-2009 წლებში იყო გალი-გულრიფშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და ამავდროულად მივლინების საფუძველზე მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა გორის რაიონულ სასამართლოში.

2009-2011 წლებში იყო გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე.

2012-2017 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2017 წლის მაისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის მოსამართლე.

2019 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.