ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან მესხიშვილი

ქეთევან მესხიშვილი

ქეთევან მესხიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1981 წლის 5 დეკემბერს ქ. თბილისში.

განათლება

1999 წელს დაამთავრა თბილისის N 39 საშუალო სკოლა.

2004 წელს წარჩინებით დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

2003-2004 წლებში სწავლობდა ზაარბრუკენის უნივერსიტეტის სამართალმცოდნეობის ფაკულტეტზე ოთხთვიანი სტიპენდიით.

2009 წლიდან არის ტექნიკური უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დოქტორანტი.

2010 წელს დაამთავრა იუსტიციის უმაღლესი სკოლა.

სამუშაო გამოცდილება

2001-2002 წლებში მუშაობდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურიდიული კონსულტაციის ჯგუფის კონსულტანტის თანაშემწედ.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში სტაჟიორად.

2002 წელს მუშაობდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის იურისტად.

2002-2003 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოში მთარგმნელი - მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე.

2003-2005 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა პალატის მთავარ სპეციალისტად.

2005-2008 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაეს სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანაშემწედ.

2006-2007 წლებში მუშაობდა თბილისის ი. ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

2007-2008 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტში ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე.

2008-2009 წლებში მუშაობდა კავკასიის უნივერსიტეტის კავკასიის სამართლის სკოლის მაგისტრატურისა და დოქტორანტურის დეპარტამენტის დირექტორის თანამდებობაზე.

2009-2010 წლებში სწავლობდა იუსტიციის უმაღლეს სკოლაში.

2010-2011 წლებში დანიშნული იყო სოხუმისა და გაგრა-გუდაუთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე და მოსამართლის უფლებამოსილებას მივლინების საფუძველზე ახორციელებლდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012 წლის იანვრიდან არის თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე.

2020 წლის 19 ნოემბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.