ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან მამაცაშვილი

ქეთევან მამაცაშვილი

ქეთევან მამაცაშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1984 წლის 23 თებერვალს ქ. ჭიათურაში.

განათლება

2001 წელს დაამთავრა ქ. ჭიათურის ქართული გიმნაზია.

2006 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, სამართალმცოდნეობის სპეციალობით.

2006 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწეობის პრეტენდენტთა საკვალიფიკაციო გამოცდა.

2007 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო სპეციალიზაციით.

2010 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

2010-2011 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოში (შემდგომში სააპელაციო სასამართლო) საზოგადოებრივ საწყისებზე.

2005 წელს მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილის მდივან – რეფერენტად (წამყვან სპეციალისტად).

2005-2006 წლებში მუშაობდა თბილისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის მდივან – რეფერენტად (წამყვან სპეციალისტად).

2006-2008 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში.

2008-2010 წლებში მუშაობდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ, ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში.

2011-2012 წლებში მუშაობდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში კონსულტანტად.

2012 წლის მარტიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.