ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან ლოთიშვილი

ქეთევან ლოთიშვილი

ქეთევან ლოთიშვილი

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1988 წლის 13 დეკემბერს ქ. გორში

განათლება

2006 წელს დაამთავრა სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ატენის საჯარო სკოლა

2010 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ბაკალავრიატი

2012 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა

2012-2023 წლებში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში გავლილი აქვს შემდეგი ტრენინგები - გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კონვენცია; მართლმსაჯულება და საინფორმაციო ტექნოლოგიები; სამოქალაქო საპროცესო სამართლის აქტუალური საკითხები; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია; მოსამართლის თანაშემწის სასწავლო კურსი

2018 წელს გაიარა ტრენინგი - გადაწყვეტილების დასაბუთება და ნორმის განმარტება

2021 წელს გაიარა ტრენინგი - ბავშვის უფლებათა კოდექსი

2023-2024 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი

სამუშაო გამოცდილება

2011-2019 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის სტაჟიორი/სხდომის მდივანი/მოსამართლის თანაშემწე

2019-2023 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე

2024 წლის 1 ოქტომბრიდან განწესებულია თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლის თანამდებობაზე 3 წლის ვადით