ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ქეთევან კუჭავა

ქეთევან კუჭავა

ქეთევან კუჭავა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1973 წლის 24 ნოემბერს ქ. ქუთაისში.

განათლება

1990 წელს დაამთავრა ქ. ქუთაისის N 29 საშუალო სკოლა.

1998 წელს დაამთავრა ქუთაისის აკ. წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

სამუშაო გამოცდილება

1999-2003 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწედ.

2004 წელს მუშაობდა ქ. ქუთაისის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსად.

2004-2005 წლებში მუშაობდა ქუთაისის საოლქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწედ.

2005-2006 წლებში მუშაობდა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტში კონსულტანტად.

2006-2011 წლებში იყო თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე.

2007-2011 წლებში მოსამართლის უფლებამოსილებას ახორციელებდა თბილისის სააპელაციო სასამართლოში.

2012-2016 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2016 წლის ივლისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.

2017 წლის ოქტომბრიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.