პირადი ინფორმაცია
დაიბადა 1986 წლის 12 მაისს დაბა ხარაგაულში.
განათლება
2003 წელს დაამთავრა დ. ხარაგაულის სასულიერო გიმნაზია.
2007 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.
2008 წელს ჩააბარა ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს ჩააბარა პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდა.
2010 წელს დაამთავრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.
2019 წელს იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.
სამუშაო გამოცდილება
2008-2009 წლებში იყო თერჯოლის რაიონული სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე.
2009-2010 წლებში იყო თერჯოლის მაგისტრატი მოსამართლის თანაშემწე.
2011-2014 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს სხდომის მდივანი.
2014-2019 წლებში იყო ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მენეჯერი და საკადრო და საორგანიზაციო საკითხთა განყოფილების უფროსი.
2020 წლის დეკემბრიდან არის ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სისხლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.