დოკუმენტი ესტონეთის იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას ემსახურება. კერძოდ, ევროკავშირის სტანდარტებთან საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ხელშეწყობას, თანამშრომლობას ნოტარიატის, სააღსრულებო სისტემის, მიწის რეგისტრაციის, სამართლის სისტემის და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების საკითხების მოგვარებას ითვალისწინებს.
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა ვალერი ცერცვაძემ ურთიერთგაგების მემორანდუმის გაფორმება დადებითად შეაფასა და განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში ესტონეთში ქართველი მოსამართლეების გამგზავრება იგეგმება.
,,ესტონეთი ის ქვეყანაა, რომელიც საქართველოსთან სამართლებრივი სივრცით ყველაზე ახლოს დგას. აქედან გამომდინარე, მასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანია” _ განაცხადა ვალერი ცერცვაძემ.