მხარეებს შორის გამართულ შეხვედრას, უკრაინელი მოსამართლეებიც ესწრებოდნენ. დელეგაციის წევრები საქართველოს სამუშაო ვიზიტით 2012 წლის 2 თებერვალს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში ისინი შეხვედრებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან კონსტანტინე კუბლაშვილთან და თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართავენ.
ვიზიტის ფარგლებში უკრაინის დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შედეგებს, მონაწილეობას მიიღებენ მართლმსაჯულების ეფექტურობის თაობაზე გამართული კონფერენციის მუშაობაში.
უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვლამდე გაგრძელდება.