
შეხვედრის მიზანი უკრაინელი კოლეგებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმების გაცნობა იყო. დელეგაციის წევრები შეხვდნენ კიევის სააპელაციო სასამართლოს და უკრაინის სპეციალიზებული უმაღლესი სასამართლოების ხელმძღვანელებს.
ვიზიტის ფარგლებში შეხვედრა ასევე გაიმართა უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარესთან ვ. კოლესნიჩენკოსთან.
ქართულ დელეგაციასთან შეხვედრის დროს უკრაინელმა კოლეგებმა აღნიშნეს, რომ საქართველო გამორჩეული რეფორმატორი ქვეყანაა სადაც სასამართლო რეფორმა დიდი წარმატებით ხორციელდება და საქართველოს მიღწევები, როგორც დადებითი მაგალითი, გასათვალისწინებელია უკრაინაში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობისას.
დაგეგმილია უკრაინის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დელეგაციის საპასუხო ვიზიტი საქართველოში.