საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები გიორგი შავლიაშვილი, კახა კობერიძე და სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის უფროსი გიორგი მიროტაძე 2011 წლის 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით გერმანიაში მიემგზავრებიან.
ქართული დელეგაცია გერმანიის სხვადასხვა მხარეების უმაღლესი სასამართლოების მოსამართლეებს და სამეცნიერო წრეების წარმომადგენლებს შეხვდება.
ვიზიტის მიზანია გერმანიის სასამართლო სისტემისა და მათი გამოცდილების გაცნობა, ასევე გერმანული მხარის ინფორმირება საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმაზე და ბოლო პერიოდში ამ მხრივ განხორციელებულ ინსტიტუციონალურ და საკანონმდებლო ცვლილებებზე.
ქართული დელეგაციის ვიზიტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მიერ არის ორგანიზებული.