რების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებისა და სრულყოფის მიზნით ფოთის საქალაქო სასამართლო აცხადებს კონკურსს სტაჟიორთა მისაღებად.
სასამართლოში სტაჟირების ვადაა 6 თვე. სტაჟირების გავლა წარმოებს ანაზღაურების გარეშე. კონკრეტულ დავალებებს სტაჟიორი შეასრულებს სასამართლოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის მითითებითა და პასუხისმგებელი მოხელის მეთვალყურეობით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემთხვევაში სტაჟიორს მიეცემა შესაბამისი სერტიფიკატი.
სტაჟიორობის კანდიდატი შეიძლება იყოს უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი, ასევე იურიდიული ფაკულტეტის დამამთავრებელი ან დამამთავრებლის წინა კურსის სტუდენტი.
სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სამომხმარებლო დონეზე კომპიუტერთან მუშაობისა და შემდეგი ნორმატიული აქტების ცოდნა:
ა) საქართველოს კონსტიტუცია;
ბ) `საერთო სასამართლოების შესახებ~ საქართველოს ორგანული კანონი;
გ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
დ) საერთო სასამართლოების შესახებ ნორმატიული აქტები;
ე) საქართველოს სისხლის სამართლისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსები;
ვ)საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები;
ზ) საქართველოს სამოქალაქო და სამოქალაქო საპროცესო კოდექსები.
`ე~, `ვ~ და `ზ~ ქვეპუნქტებში მითითებული კანონმდებლობის ცოდნა სტაჟიორობის კანდიდატს მოეთხოვება სტაჟირების განაცხადში მითითებული სპეციალიზაციის გათვალისწინებით.
დაინტერესებულმა პირებმა, რომლებიც აკმაყოფილებენ ზემოთაღნიშნულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ფოთის საქალაქო სასამართლოს სტაჟირების კომისიის სამდივნოში (მის: ქ. ფოთი, აღმაშენებლის #3. ტელ: 22-08-30) უნდა წარმოადგინონ შემდეგი საბუთები:
ა) განაცხადი სტაჟირებაზე (გაიცემა ადგილზე);
ბ) ავტობიოგრაფია ან ჩV;
გ) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი;
დ) დიპლომის ასლი ან ცნობა უმაღლესი სასწავლებლიდან;
ე) ორი რეკომენდაცია, გაცემული კომპეტენტური პირების მიერ;
ვ) ორი ფოტოსურათი (ზომით 3/4);
კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში კონკურსანტმა ასევე უნდა წარმოადგინოს სამედიცინო დასკვნა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ და ცნობა სამედიცინო-ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ.
საბუთების წარდგენის ვადა განისაზღვრება 9 დეკემბრიდან 26 დეკემბრამდე,09:30 საათიდან 20:00 საათამდე, შაბათ-კვირის ჩათვლით.
კონკურსი ჩატარდება გასაუბრების ფორმით, საბუთების წარდგენის ვადის დამთავრებიდან (26 დეკემბრიდან) არაუგვიანეს 10 დღისა.