მიმდინარე წლის 19 ნოემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, მოსამართლის თანამდებობაზე გასამწესებლად საჭირო ხმების რაოდენობა მიიღეს გერმანე დადეშქელიანმა, გიორგი მიროტაძემ, ლევან მიქაბერიძემ, ციცინო კიკვაძემ, მურთაზ მეშველიანმა, ნატალია ნაზღაიძემ, გოჩა ფუტკარაძემ, მერაბ ღვინიაშვილმა, ნინო შარაძემ, ნანა ჭიჭილეიშვილმა, ხათუნა ხომერიკმა და ნანა ჯანხოთელმა. ორი კანდიდატის გარდა, ათ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა გაუგრძელდა, ამიტომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წინაშე დღეს ფიცი მხოლოდ ორმა ახალმა მოსამართლემ დადო.
მოსამართლის თანამდებობაზე დანიშვნა მათ უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კონსტანტინე კუბლაშვილმა მიულოცა და განაცხადა, რომ აღნიშნული ორი მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი და ლევან მიქაბერიძე იუსტიციის უმაღლესი სკოლის კურსდამთავრებულები არიან.