ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უჩა თოდუა

უჩა თოდუა

უჩა თოდუა

მოსამართლე

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1987 წლის 18 ივლისს ქობულეთის მუნიციპალიტეტში.

განათლება

2004 წელს დაამთავრა ზუგდიდის ექსპერიმენტულ-პროფილური სკოლა.

2009 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2011 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მაგისტრატურა.

2015-2016 წლებში გაიარა პროფესიული მენეჯმენტის კურსი - გერმანიის მოხელეთა აკადემია (dbb Academy).

2017 წელს გაიარა სასწავლო კურსი ჰოსპიტაციაზე სასამართლოს საქმისწარმოების შესწავლის მიზნით - დრეზდენის უმაღლეს სამხარეო სასამართლოში (OLG).

2018 წელს ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაცით.

2018 წელს გაიარა ტრენინგი მართლმსაჯულების ორგანიზება და მენეჯმენტი (პარიზი, საფრანგეთი) - საფრანგეთის მაგისტრატურის ეროვნული სკოლა (ENM), ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN).

2018 წელს გაიარა სამოსამართლო სწავლების ტრენინგი ტალინში (ესტონეთი) - ევროპის სამოსამართლოს სწავლების ქსელი (EJTN).

2019-2020 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი.

სამუშაო გამოცდილება

2008 წელს იყო სს ბანკი „რესპუბლიკას“ მოლარე-ოპერატორი.

2008 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის სტაჟიორი.

2009 წელს იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უმცროსი კონსულტანტი.

2009-2013 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს კონსულტანტი.

2013-2019 წლებში იყო თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ბიუროს უფროსი.

2016-2019 წლებში იყო იუსტიციის უმაღლესი სკოლის მიწვეული მასწავლებელი.

2021 წლის ივნისიდან არის თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მოსამართლე.