3 თებერვალს უკრაინის იუსტიციის უმაღლესი რადას თავმჯდომარე ვლოდიმერ კოლესნიჩენკო და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერენ ხელს.
უკრაინის დელეგაციის წევრები გაეცნობიან საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმის შედეგებს, მონაწილეობას მიიღებენ მართლმსაჯულების ეფექტურობის თაობაზე გამართული კონფერენციის მუშაობაში.
უკრაინის დელეგაციის ვიზიტი საქართველოში 6 თებერვლამდე გაგრძელდება.