2011 წლის 4 ნოემბერს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და თბილისის საქალაქო სასამართლოს უკრაინის დელეგაცია ეწვია. დელეგაციის შემადგენლობაში იმყოფებოდნენ, ქ. კიევის სოლომენსკის რაონული სასამართლოს თავმჯდომარე და მოსამართლეები. შეხვედრა დელეგაციის სურვილით ჩატარდა.
დელეგაციას საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრები კახა კობერიძე და რამაზ ჟღენტი შეხვდნენ.
შეხვედრის მიზანი ქ. კიევის სოლომენსკის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარის და მოსამართლეებისთვის საქართველოში მიმდინარე სასამართლო რეფორმების გაცნობა იყო. ისაუბრეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილებაზე, საქართველოში სასამართლო რეფორმის მიმდინარეობის მთავარ მიმართულებებსა და რეფორმის ფარგლებში განხორციელებულ ღონისძიებებზე.
უცხოელმა კოლეგებმა დადებითად შეაფასეს საქართველოში გატარებული სასამართლო რეფორმა, დეტალურად დაინტერესდნენ რეფორმის ცალკეული საკითხებით, და აღნიშნეს, რომ საქართველოს პრაქტიკა მათთვის მნიშვნელოვანია.
შეხვედრისას დელეგაციის წევრებმა ქართველი კოლეგებისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხი მიიღეს.