ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა

18 ივნისი 2021

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.

ფიცი ოცდაორმა  ახლადგანწესებულმა მოსამართლემ დადო. ირაკლი ჩიკაშუა, ეკატერინე ელიაძე, ლიელა ფოლადიშვილი, უჩა თოდუა, ეკატერინე ობოლაძე, ნინო ენუქიძე, რომეო ტყეშელაშვილი, თეა კალანდაძე, ლიანა კაჟაშვილი, სალომე სამხარაძე, სალომე გველესიანი, თორნიკე კაპანაძე, მაია ჯავახიშვილი, გიორგი თუნაური, ალექსანდრე გზირიშვილი, ეკატერინე ბებია, ლევან ყოლბაია, კოტე ჭილაია, დავით მაკარაძე, გიორგი გელაშვილი, თამარ მჭედლიშვილი, ნანა შამათავა სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.

ახლადგანწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას 2021 წლის 18 ივნისიდან შეუდგებიან.

საზეიმო ღონისძიებას უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, წევრები და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები დაესწრნენ.