2022 წლის 11 მარტს უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა.
ფიცი ექვსმა ახლადდანიშნულმა მოსამართლემ დადო. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით, გულიკო კაჟაშვილი, ნინო სახელაშვილი, ნინო ჯოჯუა, გიორგი მთიულიშვილი, ლიკა ბოკერია, ეკატერინე მაღრაძე სხვადასხვა რაიონულ(საქალაქო) სასამართლოში განწესდნენ.
მოსამართლეებს სიტყვით მიმართა უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო ქადაგიძემ.
ახლადგანწესებული მოსამართლეები უფლებამოსილების განხორციელებას დღეიდან დაიწყებენ.