იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ცხრა ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით 2020 წლის 9 ოქტომბრიდან 29 ოქტომბრის ჩათვლით მიიღება.
გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შვიდ ოქტომბერს გამართულ სხდომაზე მიიღო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურის დაწყების მიზეზი პარლამენტის მიერ „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები გახდა, რომლის თანახმადაც ახლებურად დარეგულირდა შერჩევის წესი. ახალი ცვლილებების თანახმად მიმდინარე საკონკურსო პროცედურების ფარგლებში პარლამენტისთვის წარდგენილი კანდიდატები გაწვეულებად ჩაითვალნენ.