ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

14 დეკემბერი 2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა გრძელდება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ორ კანდიდატს - სალომე გველესიანს და დავით გელაშვილს გაესაუბრებიან.

მოსმენა 15 დეკემბერს 11:00 საათზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართება.