ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა

09 დეკემბერი 2020

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მოსმენის პროცედურა იწყება.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ორ კანდიდატს ივერი აბაშიძეს და გოჩა აბუსერიძეს გაესაუბრებიან.

მოსმენა 10 დეკემბერს 11:00 საათზე დაიწყება.

Covid-19-ის გავრცელების პრევენცის მიზნით მიღებული რეკომენდაციების დაცვისთვის მოსმენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის დარბაზში გაიმართება.