ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურა იწყება

30 დეკემბერი 2024

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის პროცედურას იწყებს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლის ორ ვაკანსიაზე განცხადებები ელექტრონული ფორმით მიიღება, 2024 წლის 31 დეკემბრიდან 2025 წლის 21 იანვრის ჩათვლით.