იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენ კანდიდატების მოსმენის თარიღი დანიშნა.
გასაუბრება 27 და 28 ნოემბერს გაიმართება. კანდიდატები ანბანური თანმიმდევრობით გამოცხადდებიან.
27 ნოემბერს 10 საათიდან ლევან თევზაძეს და თამარ ოქროპირიძეს, 28 ნოემბერს კი ვასილ როინიშვილს მოუსმენენ.