ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებმა 7 დღის ვადაში ნარკოლოგიური ცნობები უნდა წარადგინონ

21 ივნისი 2019

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, შერჩევის შემდგომ ეტაპზე გადასულმა კანდიდატებმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში საბჭოს უნდა წარუდგინოს საქართველოს კანონდებლობის შესაბამისად გაცემული ცნობა თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის შესახებ და ცნობა ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ. ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობა კანდიდატის მიერ წარდგენიდან 2 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. თუ კანდიდატი დადგენილ ვადაში არ წარადგენს თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციის წარდგენის შესახებ ცნობას ან ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობას, მისი კანდიდატად რეგისტრაცია უქმდება.