ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტრისტან ბენაშვილი

ტრისტან ბენაშვილი

ტრისტან ბენაშვილი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი

პირადი ინფორმაცია

დაიბადა 1977 წლის 3 მაისს

განათლება

1993 წელს დაამთავრა სიღნაღის რაიონის საშუალო სკოლა

1998 წელს დაამთავრა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიზნეს სამართალმცოდნეობის ფაკულტეტი და შემდეგ დაამთავრა საქართველოს ღია ჰუმანიტარული უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი, მინიჭებული აქვს სამართლის მაგისტრის ხარისხი

1999 წელს ჩააბარა მოსამართლის თანაშემწის საკვალიფიკაციო გამოცდა

2007 წელს საქართველოს პარლამენტში გაიარა ტრენინგები: პარლამენტის საზედმხედველო ფუნქციები; პრაქტიკული სამართალი

2010 წელს გაიარა საქართველოს კონტროლის პალატის კურსები: ეფექტიანობის აუდიტი; საერთაშორისო ფინანსური აუდიტი

2014 წელს გაიარა ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი "საერთაშორისო სახლში"

2014 წელს გაიარა მარეგულირებელი აუდიტის კურსი USAID ეგიდით (აშშ, ლიუვილი, კენტაკი, ლანსინგი, მიჩიგანი)

2015 წელს გაიარა ენერგეტიკის საერთაშორისო ასოციაციის კურსი ენერგეტიკის რეგულირების შესახებ (ERRA, უნგრეთი, ბულგარეთი)

2017 წელს დაესწრო შეხვედრებს თემაზე: "საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის" შესაძლებლობების გაძლიერება (ლიონი, საფრანგეთი და მილანი, იტალია)

 

სამუშაო გამოცდილება

1999-2000 წლებში იყო თბილისის საოლქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მოსამართლოს თანაშემწე

2000-2005 წლებში იყო ჯერ თბილისის საოლქო სასამართლოს ექსპედიციის განყოფილების გამგე და შემდეგ ამავე სასამართლოს საერთო განყოფილების უფროსი

2006-2008 წლებში იყო საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მთავარი სპეციალისტი (კომიტეტის იურისტი)

2008-2011 წლებში იყო საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი და შემდეგ კონტროლის პალატის მთავარი აუდიტორი

2011-2023 წლებში მუშაობდა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიაში სხვადასხვა პოზიციებზე: კომისიის მრჩეველი, კომისიის მთავარი სპეციალისტი (სამართლებრივი მიმართულებით), დირექტორის მოადგილე (სამართლებრივი მიმართულებით) და ხარისხის მართვის კოორდინატორი

2023 წლის მაისიდან არის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი