2014 წლის 24 სექტემბერს საპრეტენზიო კომისიამ განიხილა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო ტესტური გამოცდის შედეგებით უკმაყოფილო გამოსაცდელთა საპრეტენზიო განაცხადები.
სულ შემოსული იყო 37 განაცხადი, აქედან 2 საერთო, 19 სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლისა და 16 სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.
შემოსული განაცხადებიდან დაკმაყოფილდა 15 პირის საპრეტენზიო განაცხადი და წერით გამოცდაზე დაშვებულ იქნა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით 8 გამოსაცდელი (იხ. სია), სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის სპეციალიზაციით - 6 (იხ. სია) და საერთო სპეციალიზაციით ერთი გამოსაცდელი - სერგო ფარეიშვილი, რომელსაც ჯამურად დაუგროვდა 75 ქულა.
გამოსაცდელებმა ინფორმაცია მიღებული შეფასებების შესახებ ავტომატურად მიიღეს აპლიკანტის პორტალის მეშვეობით საპრეტენზიო კომისიის მიერ მუშაობის დასრულებისთანავე.