ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

ტელეკომპანია ,,იმედზე” იწყება ახალი ტელეპროექტი ,,ვერდიქტი”.

18 ოქტომბერი 2008
18 ოქტომბრიდან ტელეკომპანია ,,იმედის,, ეთერში ახალი პროექტი  დაიწყება. პროექტის სახელწოდებაა ,,ვერდიქტი” და ის ყოველ შაბათს 19 საათზე გავა ეთერში. ახალი პროექტის მიზანია ნაფიცმსაჯულთა ინსტიტუტის პოპულარიზაცია მოახდინოს საზოგადოებაში.

მაყურებელს სამი თვის განმავლობაში საშუალება ექნება იხილოს იმიტირებული პროცესი. პროექტის მსვლელობისას განხილული იქნება სამი კაზუსი. თითოეული კაზუსის განხილვას დაეთმობა ოთხი გადაცემა და წლის ბოლომდე მაყურებელს საშუალება ექნება იხილოს რეალურად დადგმული იმიტირებული პროცესის 12 გადაცემა. აღნიშნულ პროექტში  რეალურად იქნებიან შერჩეულნი ნაფიციმსაჯულები.

პირველი გადაცემის თემაა-ნაფიცმსაჯულთა  შერჩევა, მეორეში გადაცემაში მოხდება სასამართლო პროცესის განხილვა, მესამე მიეძღვნება ნაფიცმსაჯულთა თათბირს, მეოთხე გადაცემაზე  კი ვერდიქტს გამოიტანენ.