ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტუმრად ნინოწმინდის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატში

08 იანვარი 2018

საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, საბჭოს წევრებმა, თბილისის საქალაქო, სააპელაციო სასამართლოს  და იუსტიციის უმაღლსი საბჭოს აპარატის თანამშრომლებმა, ქალაქ ნინოწმინდის წმინდა ნინოს სახელობის ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონატის აღსაზრდელებს შობა და ახალი წელი მიულოცეს.

სტუმრებმა პატარებს წიგნები, ტანსაცმელი, მედიკამენტები, საკვები პროდუქტი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა ჩაუტანეს. აქციას ს.ს. ქართული ლუდის კომპანია - ზედაზენიც შეუერთდა და აღსაზრდელებს გამაგრილებელი სასმელები და ტკბილეული გაუგზავნა.

ბავშვებმა სტუმრებისთვის კონცერტი გამართეს და სამახსოვრო სურათები გადაიღეს.

პანსიონატი 2004 წელს უწმინდესისა და უნეტარესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა კურთხევით დაარსდა. პანსიონატს ხელმძღვანელობს სხალთის მთავარეპისკოპოსი მეუფე სპირიდონი, სადაც 5-დან 16 წლამდე ასაკის 108 აღსაზრდელი ცხოვრობს.