საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს თანამშრომლებმა გამოხატეს კეთილი ნება და 2011 წლის 8 ოქტომბერს ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლს ესტუმრნენ. მათ პატარებს პროდუქტები, რძის ნაწარმი, ტკბილეული, ყველა საჭირო მედიკამენტი და ტანსაცმელი ჩაუტანეს.
ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სახლის აღსაზრდელებთან მეგობრობა გაგრძელდება და პერმანენტულ ხასიათს მიიღებს. მათთან სტუმრობა დაგეგმილია სადღესასწაულო დღეებში. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო ასევე გეგმავს უფროსი ასაკის აღსაზრდელებისთვის ლექციის ჩატარებას სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ბავშვებს ყველაზე მეტად სჭირდებათ სითბო, მზრუნველობა, მეგობრობა და გულისხმიერი ურთიერთობები. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიმართავს ყველა სასამართლოს, სახელმწიფო ორგანიზაციებს, კერძო ფირმებს, რომ მსგავს აქციაში მიიღონ მონაწილეობა.
დღეისათვის ნინოწმინდის ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა ბავშვთა სახლში 3–იდან 14 წლამდე ასაკის 70–მდე მოზარდი ბინადრობს.