დღეს, 30 მაისს, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტები ესტუმრნენ. ისინი საბჭოს ფოიეში გამოფენილ საარქივო ფოტომასალას გაეცნენ და შენობა დაათვალიერეს.
სტუდენტებს სხდომათა დარბაზში საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი ვალერი ცერცვაძე, საბჭოს წევრები – კახა კობერიძე, რამაზ ჟღენტი და საბჭოს დეპარტამენტების უფროსები შეხვდნენ. ვალერი ცერცვაძე მიესალმა შეკრებილთ, მადლობა გადაუხადა სტუმრობისთვის და ესაუბრა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფუნქციებსა და საქმიანობაზე, სასამართლო სისტემის რეფორმაზე, მიღწევებსა და პერსპექტივებზე.
შეხვედრაზე დასმული კითხვები ეხებოდა სასამართლო რეფორმას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სტუდენტების მომავალ თანამშრომლობას. დაისვა არაერთი შეკითხვა. შეხვედრის დასასრულს სტუდენტებმა წარმატებით მიმდინარე რეფორმის გამო კმაყოფილება გამოთქვეს.
აღნიშნული შეხვედრები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან კვლავ გაგრძელდება. აღნიშნული მიზნად ისახავს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საზოგადოების ინფორმირებას სასამართლოში მიმდინარე რეფორმების თაობაზე.