
შეხვედრაზე სტუდენტების მხრიდან არაერთი კითხვა დაისვა, რომელიც ეხებოდა სასამართლო რეფორმას, სტაჟიორთა კონკურსს, საკვალიფიკაციო გამოცდების წარმართვას, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და სტუდენტების მომავალ თანამშრომლობას.
2011 წლის 4 ოქტომბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ,,ქართულ–ამერიკული უნივერსიტეტის” - (GAU) სტუდენტები ესტუმრებიან.
საგულისხმოა, რომ დღეიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სტაჟიორობის მსურველთა საბუთების მიღება დაიწყო. სტაჟირების გავლა უმაღლესი იურიდიული განათლების პირების გარდა, დამამთავრებელი კურსის სტუდენტებსაც შეეძლებათ.
მსგავსი შეხვედრები საქართველოს უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებთან კვლავ გაგრძელდება და რეგულარულ ხასიათს მიიღებს.