ვებგვერდი მუშაობს სატესტო რეჟიმში

სტატისტიკური ინფორმაცია საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამოსამართლო ეთიკისა და დისციპლინური სამართალწარმოების დეპარტამენტის მიერ 2008 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე გაწეული მუშაობის შესახებ

08 ივლისი 2008
2008 წლის 1 იანვრიდან 1 ივლისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განსახილველად შემოვიდა 619 განცხადება (საჩივარი), მანამდე წარმოებაში იმყოფებოდა 106 განცხადება (საჩივარი), სულ – 725 განცხადება (საჩივარი).

1. 331 დისციპლინურ საქმეზე მოსამართლეთა მიმართ შეწყდა დისციპლინური დევნა;

2. 29 დისციპლინურ საქმეზე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის გადაწყვეტილებით მოსამართლეებს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათით;

3. 23 დისციპლინურ საქმეზე საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მდივნის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ, ხოლო მანამდე 16 გადაწყვეტილების საფუძველზე მიმდინარეობდა დისციპლინური სამართალწარმოება. სულ – 39 დისციპლინურ საქმეზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება მოსამართლეთათვის ახსნა-განმარტების ჩამორთმევის შესახებ, მათგან:

ა) 2 გადაწყვეტილების საფუძველზე 5 მოსამართლის მიმართ შეწყდა დისციპლინური დევნა;
ბ) 6 გადაწყვეტილების საფუძველზე 10 მოსამართლეს მიემართათ კერძო სარეკომენდაციო ბარათით;
გ) 15 გადაწყვეტილების საფუძველზე 13 მოსამართლე მიეცა დისციპლინურ პასუხისგებაში (ამასთან ამავე გადაწყვეტილებებით 1 მოსამართლის მიმართ შეწყდა დისციპლინური დევნა, 1 მოსამართლეს მიემართა კერძო სარეკომენდაციო ბარათით);
დ) 16 გადაწყვეტილების საფუძველზე მოსამართლეების მიმართ მიმდინარეობს დისციპლინური საქმის გამოკვლევა.

4. სხვა განცხადებებთან (საჩივრებთან) გაერთიანდა, ქვემდებარეობით გადაიგზავნა. მოქალაქეებს ეცნობათ პასუხი თავიანთ წერილებზე დისციპლინური სამართალწარმოების კონფიდეციაულურობის შესახებ ან/და რეაგირების გარეშე დარჩა იგივე საკითხებზე განმეორებით შემოსული 186 განცხადება (საჩივარი);

5. 140 განცხადების (საჩივრის) საფუძველზე მიმდინარეობს დისციპლინური დევნის დაწყების საფუძვლიანობის შემოწმება.